LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულებას: საგარეო საქმეთა სამინისტრო

59
საგარეო-საქმეთა-სამინისტრო

„2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე“, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განხორციელდა.

მათივე ცნობით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

„საქართველო აგრძელებს ევრორეგულაციებსა და ევროდირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყნად არის აღიარებული.

ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120 – 130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებით არის ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ დახმარების პროგრამებში.

დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.)“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g