LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაცია

„საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის“ – ევროკომისიის პრესსპიკერი

მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას.

შალვა პაპუაშვილი: 35 წელია გაგვიცნეს, ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს, ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ღირებულებით უფსკრულს“, რომელშიც, მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელი მმართველები არიან.

ირაკლი კირცხალია: გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. სწორედ დასუსტებული ევროპის და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება

„ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია

შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება… არის ვიზის საჭიროება? ავიღებთ ვიზას“

„ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.