LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლისთვის შევძლებთ, პირობა შევასრულოთ და ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით – ხელაშვილი

47
BeFunky-collage

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ხელაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც  შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, დღეს პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.

ხელაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეძლებს საკუთარი პირობა შეასრულოს და 2024 ოფიციალურად მიმართონ ევროკავშირს წევრობის განაცხადით.

„საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულების მხრივ. რა თქმა უნდა, ევროპისაკენ გადასადგმელი ყველაზე ძნელი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ 2024 წლისათვის ჩვენ შევძლებთ, რომ პირობა შევასრულოთ და ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

“ეს ოცნების საკმაოდ ამბიციური გეგმაა” – 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს, მარიამ ქვრივიშვილი შემაფერხებელ მიზეზებს ვერ ხედავს

მანვე დღეს ევროკავშირის მედიაციით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრემიერის ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა  სრული კრახისთვის არის განწირული“.

ევროპაში კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა: გიორგი ხელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g