“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირადა რომელსაც, ევროპასთან პარტნიორობით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე შეუძლია,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა.
„სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.
“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა და რომელსაც, ევროპასთან პარტნიორობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე შეუძლია. ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა,” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
დეპუტატმა ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთხელ მოუწოდა – ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ხელაშვილის თქმით, სამომავლო პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს.
“აუცილებელია, რომ ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ოპოზიციის მხრიდან ადეკვატურად იყოს გაგებული და შესრულებული. ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ოპოზიციის მთავარი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და შემდეგ ამით დააშანტაჟოს ხელისუფლება, თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები მთავრობის მიმართ კრიტიკული არიან და საქართველოს მხარს არ უჭერენ,” – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისივე სიტყვებით, პრემიერის მიმდინარე ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის.
“ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზარალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა“,- განაცხადა ხელაშვილმა.