LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ლედი გაგა ლიდერობს

131
photo-collage.png

2025 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. MTV-ის 41-ე მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება, რომელსაც ნიუ-იორკი უმასპინძლებს, 7 სექტემბერს გაიმართება. წელს პირველად, დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია: ,,საუკეთესო ქანთრი არტისტი’‘ და ,,საუკეთესო პოპ არტისტი” დაემატა.

პრემიის ყველაზე მეტი ნომინაცია, ლედი გაგას მიანიჭეს. ის 12, მათ შორის, ,,წლის არტისტის” ნომინაციაშია წარდგენილი, სადაც მისი კონკურენტები: ბედ ბანი, ბიონსე , კენდრიკ ლამარი, მორგან უოლენი, the Weeknd და ტეილორ სვიფტი არიან. შარშანდელი VMAs-ის ტოპ ნომინანტი და ტრიუმფატორი, ეს უკანასკნელი გახლდათ.

11 ნომინაცია შეხვდა ბრუნო მარსს, კენდრიკ ლამარი კი 10 ნომინაციაშია წარდგენილი.

დაჯილდოების თემატურ, მთავარ ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” გამარჯვებისთვის არიანა გრანდეს, ბილი აილიშის, კენდრიკ ლამარის, საბრინა კარპენტერის, ლედი გაგასა და ბრუნო მარსის, ასევე როუზისა და ბრუნო მარსის და the Weeknd-ისა და Plaboi Carti-ს უახლესი ჰიტების კლიპები იბრძოლებენ.

ნომინანტებისთვის ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელია. 2025 MTV Video Music Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები