LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობდა და ყიდდა

110
მსუბუქი ავტომობილები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 26 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 11.2%-ით, ხოლო იმპორტი – 9.7%-ით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ: ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში მოხვდნენ: თურქეთი, აშშ და ჩინეთი. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი აღმოჩნდნენ: თურქეთი, აშშ და რუსეთი.

2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და სპირტიანი სასმელები. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების სახით.

magti 5g