LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 87 მილიონ ლარს გადააჭარბებს

115
შალვა პაპუაშვილი

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, 76 ხმით, დადგენილება მიიღო.

ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის გეგმა განსაზღვრულია 87 მილიონ 262 ათასი ლარით.

ბიუჯეტის თანახმად, ხარჯები 78 მილიონ 374 ათასი ლარია, არაფინანსური აქტივების ზრდა 8 მილიონ 888 ათას ლარს შეადგენს, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის 43 მილიონ 718 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ნუსხით 708 პირია. ამ რაოდენობაში შედიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიც. რაც შეეხება ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლებს, რაც სინამდვილეში შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, ასეთი კომიტეტებში სულ 25 პირია, აპარატში კი – 29. 2012 წელთან შედარებით დასაქმებულების საერთო რაოდენობა, ჯამში, 70-ით მეტია, რაც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით – პროპორციული სიით გასული პარლამენტის წევრებისთვის თანაშემწეების პოზიციის დაშვების თაობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები