LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია – წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში, ვინაიდან აქვს უცხო ძალებისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა“

148
შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – ის წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა ინფორმაცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზოგიერთ ქვეყანაში ელჩებს არ ნიშნავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, სალომე ზურაბიშვილი „კონსტიტუციის მიღმა თავის პოზიციას იკავებს“:

გია ვოლსკი: „საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს“

„ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია, არ მაქვს ინფორმაცია. [სალომე ზურაბიშვილთან] არა თუ პრეტენზია გვაქვს, როგორც გახსოვთ, თავის დროზე, მთავრობამ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად – არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.

მთელი საკითხი რაშია – ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა.

წილოსანი: „პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს ამორალურობის და უპრინციპობის მაგალითს – გასაკვირი იქნება თუ შეიძლება რომ ვინმემ მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულს“

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს.

ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები