LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: „პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს ამორალურობის და უპრინციპობის მაგალითს – გასაკვირი იქნება თუ შეიძლება რომ ვინმემ მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულს“

146
ნინო წილოსანი და სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი – ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეული პრეზიდენტის მხარდაჭერა ახალგაზრდების მხრიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას ასევე აღნიშნა, „ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას“:

გია ვოლსკი: „საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს“

„მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო.

ამიტომ, პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე გვყავდეს ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც გარანტად გამოვა არჩევნების მეტ – ნაკლებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ხელისუფლების რბილი გადაბარების პროცესისა“ – ხუხაშვილი ზურაბიშვილზე

პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს.

„თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“ – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

„თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“ – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა, ან ვინმემ თუ შეიძლება მხარი დაუჭიროს, უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს ახალგაზრდა იქნება, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი.

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: „ამ ადამიანმა ჯერ რაიონისა და რომელიმე სოფლის გამგებლის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე – არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს“

ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. სულისკვეთება ნათელია.

დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს აკეთებს“. – განაცხადა წილოსანმა.

„არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ“ – ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები