LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ“ – ხატია დეკანოიძე

189
ხატია დეკანოიძე

„არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ, განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს:

„ეს მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ. განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს.

ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში ისეთი მართლმსაჯულება იყოს, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ პირველ არხთან.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული კითხვის – „25 აპრილს ევროკავშირმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ითხოვდნენ რუსული კანონის უკან გაწვევას და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

აპირებთ თუ არა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი ევროპასთან დასაახლოებლად და შეიწყალოთ პრეზიდენტი სააკშვილი?“ – განაცხადა:

„თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: „ამ ადამიანმა ჯერ რაიონისა და რომელიმე სოფლის გამგებლის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე – არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები