LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს“

148
სალომე ზურაბიშვილი და გია ვოლსკი

„საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი:

„ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს.

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: „ამ ადამიანმა ჯერ რაიონისა და რომელიმე სოფლის გამგებლის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე – არაჯანსაღი ამბიციები შეამციროს“

„მისი განცხადება ასეთია – სადმე მაინც დამტოვეთ, უმუშევარს ნუ დამტოვებთო. მას საქართველო არ უყვარს, სჯობს, სულელურ განცხადებებს თავი დაანებოს და ვადის ამოწურვას დაელოდოს“.

საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ.

„თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“ – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავლის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგას.

ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტად, რაზედაც ლაპარაკობენ, ეს შემოტანილი თემებია, რომ რაღაც სკანდალური ატმოსფერო შექმნან ამ საკითხთან დაკავშირებით“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ“ – ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები