ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“
„ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი … იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!”, – წერს ზურაბიშვილი.
