პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მუჯირს ეწვია. ნოე სულაბერიძის განცხადებით, პატრიარქი საოცრად თბილი, კეთილი და ბრძენი ადამიანია!
მან პატრიარქ შიო მესამეს დღეგრძელობა უსურვა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ოჯახისთვის! აგვიხდა ოცნება პირადად შევხვედროდით უწმინდესს, რომელმაც დიდი სიყვარულით მიგვიღო! პატრიარქი საოცრად თბილი, კეთილი და ბრძენი ადამიანია! დღეგრძელი იყოს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქი შიო III“, – წერს ნოე სულაბერიძე.
