ჯანეტ ქერდიყოშვილი სამშობიაროდან სახლში გაწერეს.
მოდელი ვიდეოს, სადაც მისი სამივე ქალიშვილია გადაღებული, სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ჯანეტი საზოგადოებას საჯარო მადლობას უხდის.
„დღეს ჩემი გული მხოლოდ ერთი სიტყვით არის სავსე – მადლობა
მადლობა უფალს იმ უდიდესი ბედნიერებისთვის, რომელიც მაჩუქა. სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ჩვენი სახლი სავსე იქნებოდა ბავშვების სიცილით, ჩახუტებით, სიყვარულით და იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ ოჯახი გაძლევს.
ასევე, მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც მოგვწერა, დაგვლოცა და ჩვენი ოჯახის სიხარული გაიზიარა.
ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი, თქვენც ისეთივე უსაზღვრო ბედნიერებით, სიყვარულითა და სიმშვიდით, როგორსაც დღეს ჩვენი ოჯახი გრძნობს,“ – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
