ჯანეტ ქერდიყოშილი და ნოე სულაბერიძე უსაყვარლესი შვილების კადრებს ხშირად გვიზიარებენ.
წყვილის სოციალური ქსელის მიმდევრებმა იციან, რომ ბავშვები კვირა დღეს ტაძარში ხშირად დადიან.
დღესაც წირვაზე ყოფნის შემდეგ წყვილმა შვილების მორიგი კადრი გაგვიზიარა.
„სეფისკვერი უზომოდ გვიყვარს“, – წერს ჯანეტი ვიდეოს აღწერაში.
ნოე სულაბერიძე კი შვილს ეკითხება, რას გრძნობს, როდესაც ტაძარში შედის.
„ამ დროს უფრო ახლოს ვარ ღმერთთან, ყოველ საღამოს ვთხოვ, რომ ჯანეტმა კარგად დაბადოს პატარა და კიდევ მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს“ – ამბობს ანნა.
