საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამძიმრის წერილს ვრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,
ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.
პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.
ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.
უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა.
✠ შიო III,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
26.06.2026“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
