LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერებს ორ ცვლილებას სთავაზობს – „იმედი მაქვს, ეს საკითხი ყველასთვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდეც“

121
სალომე ზურაბიშვილი

„მინდა [„ქართული ქარტიის“] ყველა ხელმომწერს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება: პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად მესამეც ჩაეწეროს დაუყოვნებლივ დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს!“ – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს.

„ქართულ ქარტიას განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან წაუღია ხელმოწერა. რჩება ამ ეტაპზე მაინც, როგორც მაკონსოლიდირებელი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამათ ჩამოსვლის/ წინააღმდეგობის ფრონტის გამარჯვებისას პირველადი საერთო სამოქმედო გეგმა.

მე მინდა ყველა ხელმომწერს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება:

– პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად (სინდისის და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ყველა ანტიევროპულ და ანტიქართულ კანონის გაუქმება) მესამეც ჩაეწეროს დაუყოვნებლივ დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაფინანსდეს!

– და მეორე შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და პრიორიტეტად ამ თანხებს განესაზღვრება საქართველოში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრისა და ასევე ყველა შესაძლო ბავშვთა დაავადებების სამკურნალო ხარჯების დაფინანსება.

ანუ ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!

იმედი მაქვს, ეს საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდევაც!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართულ ქარტიას განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან…

Posted by Salome Zourabichvili on ორშაბათი, 04 მაისი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g