2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში, 9 თვის განმავლობაში საქართველოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სულ მოხდა 4480 ავტოსაგზაო შემთხვევა, შემთხვევების დროს დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 ადამიანი.
ამავე მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილებიდან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 25 კი ბავშვი.
