LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ბოლოსთვის თბილისში ახალაშენებული საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე იყო

119
საცხოვრებელი ფართი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 1.5%-ით მოიმატა, ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 3.3% შეადგინა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საანგარიშო პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1%).

თბილისის უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა.

უფრო კონკრეტულად, ბინების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 6738 ლარია, ვაკეში – 5874 ლარი, ჩუღურეთში – 4353 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში: 1 კვ.მ-ის ღირებულება მთაწმინდაზე 4594 ლარია, ვაკეში – 4311 ლარი, დიდუბეში – 3504 ლარი.

magti 5g