პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) კვლევის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში.
ნომრის საშუალო ფასი 99 ლარიდან 504 ლარამდე მერყეობდა. უფრო კონკრეტულად, ოთახის საშუალო ფასმა შეადგინა:
- საოჯახო ტიპის სასტუმროებში – 99 ლარი
- 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი
- 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 245 ლარი
- 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 504 ლარი
ყველაზე მაღალი საშუალო ფასი დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში – 1040 ლარი, მცხეთა-მთიანეთში – 1001 ლარი და თბილისში – 639 ლარი.
