LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობდა და ყიდდა

179
მსუბუქი ავტომობილები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16.250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 6.7%-ით, ხოლო იმპორტი – 9.7%-ით.

საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში მოხვდნენ: აშშ, თურქეთი და ჩინეთი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და სპირტიანი სასმელები, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილია მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და სურათების, ნახატებისა და პასტელების სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები