LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ივნისში საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 62 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გასცეს

111
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

2025 წლის ივნისში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 2.42%-ით გაიზარდა და 62.24 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 754.29 მლნ ლარით (2.04%), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 813.56 მლნ ლარით (2.93%) გაიზარდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან ივნისის ბოლოსთვის 60.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 3.15%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 1.13%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 5.03%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.95% იყო, ევროს წილი კი – 19.37%.

magti 5g