LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის MTV Video Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია

131
MTV-VMAs1724850436-0

7 სექტემბერს, ნიუ, იორკში, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება გაიმართება. 41-ე შოუს წამყვანის ვინაობა ცნობილი, უახლოეს პერიოდში გახდება.

წლევანდელ MTV Video Music Awards-ის ნომინანტებს, 2024 წლის 22 ივნისიდან 2025 წლის 20 ივნისამდე გამოშვებულ სიმღერებსა და მუსიკალურ ვიდეობზე დაყრდნობით გამოავლენენ. გამარჯვებულები საჯარო ხმის მიხმის პრინციპით დასახელდებიან, რომელშიც მონაწილეობა საქართველოდანაც შესაძლებელი იქნება. შარშანდელ ტოპ ნომინანტად და გამარჯვებულად – ტეილორ სვიფტი მოგვევლინა.

ჯერჯერობით უცნობია, ვის მიანიჭებენ საპატიო პრემიას – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს“, თუმცა სპეკულაციის თანახმად, ეს ლედი გაგა იქნება. გასული წლის რეციპიენტი – კეტი პერი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან, დაჯილდოებაზე გაიცემა კიდევ ერთი სპეციალური პრემია – Global Icon Award, რომელიც აქამდე ბენდებმა – Foo Fighters და Red Hot Chili Peppers და რეპერებმა – Diddy და ბასტა რაიმსმა მიიღეს.

ფოტო/ვიდეო: ტეილორ სვიფტის მორიგი ტრიუმფი და რეკორდი, მომღერლის მოულოდნელი გამოჩენა და ვარსკვლავთცვენა საიუბილეო, მე-40 MTV Video Music Awards-ზე

შეგახსენებთ, რომ MTV Video Music Awards-ის 40 წლიან ისტორიაში გამართულ ,,ყველაზე საკულტო პერფორმანსად”, კეტი პერის 2013 წლის შესრულება აღიარეს სიმღერაზე – Roar, რომელიც მან ბრუკლინის ხიდის პარკიდან გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები