LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ოქტომბერში სასტუმროს ნომერი ყველაზე ძვირი – 659 ლარი თბილისში ღირდა

106
სასტუმროს ნომერი

პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) კვლევის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 9.6%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აჭარაში, გურიასა და კახეთში.

ნომრის საშუალო ფასი 100 ლარიდან 442 ლარამდე მერყეობდა. უფრო კონკრეტულად, ოთახის საშუალო ფასმა შეადგინა:

  • საოჯახო ტიპის სასტუმროებში – 100 ლარი
  • 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 153 ლარი
  • 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 237 ლარი
  • 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 442 ლარი

ყველაზე მაღალი საშუალო ფასი დაფიქსირდა თბილისში – 659 ლარი, კახეთში – 584 ლარი და შიდა ქართლში – 488 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g