LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რეისებს შეასრულებს დიუსელდორფიდან, ბერლინიდან და შტუტგარტიდან

117
Eurowings

ავიაკომპანია Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას გერმანიის სამი ქალაქიდან განახორციელებს.

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რეისებს შეასრულებს დიუსელდორფიდან, ბერლინიდან და შტუტგარტიდან.​

Eurowings-ი დიუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით, ბერლინიდან – 1 სიხშირით, ხოლო ​შტუტგარტიდან 2 სიხშირით იფრენს.

Eurowings GmbH გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებულია. ის საავიაციო ჰოლდინგის Lufthansa Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g