LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს პენსია გაიზრდება

404
პენსია

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა.

უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

სამინისტროს განცხადებითვე, 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტი განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებითაც იზრდება.

„ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებშიც, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.

რაც შეეხება 4 წლის ჯამურ მაჩვენებელს, 2020 წელთან შედარებით ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.

კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ს 9,2%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა (ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით). მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60%-დან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების კლებადი დინამიკა. 2024 წლის ბოლოსთვის მისმა თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 36,1% შეადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g