LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2027 წლიდან სმარტფონებს გამოცვლადი ელემენტი ექნება

138
Untitled.pngdf

ევროკავშირის უახლესი რეგულაციის თანახმად, სმარტფონების მწარმოებლები ახალი მოთხოვნის წინაშე იმყოფებიან. 2027 წლიდან სმარტფონებს გამოცვლადი ელემენტი უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, ახალი კანონი პორტატიული ბატარეების შექმნას ითვალისწინებს, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ძველის ამოღება და ახლით ჩანაცვლება.

ამ ეტაპზე iPhone-ს აქვს ელემენტი, რომლის გამოცვლაც საკმაოდ რთულია. ანალოგიური სიტუაციაა Samsung Galaxy-ის შემთხვევაშიც.

პორტატიული ბატარეების შემადგენლობაში გადამუშავებული მასალა ასე უნდა გადანაწილდეს: 45% 2023 წლისთვის, 63% 2027 წლისთვის და 73% 2030 წლისთვის.

„მოწყობილობაში ჩაინტეგრირებული პორტატიული ბატარეები ადვილად მოხსნადი და შეცვლადი უნდა იყოს. ძველის ახლით ჩანაცვლება მოწყობილობის ფუნქციონირებასა და მუშაობაზე არ უნდა მოქმედებდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები