LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი და აღმზრდელები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

103

206-ე საბავშვო ბაღის დირექტორსა და აღმზრდელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. საუბარია ფონიჭალაში არსებულ ბაღზე, რომლის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა აღნიშნულ ფაქტს უყურადღებობად აფასებს.

„კონკრეტულად ჩემი მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან დღესვე აღმზრდელი და მისი თანაშემწე,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

დღეს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია. მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები