LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 – 22 დეკემბერს „ქართულ სასწავლებელში“ გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა – „ქართული სასწავლებელი“  #დემეტრესთვის

519
demetre-chelidze-news

4 წლის დემეტრე ჭელიძეს, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. იგი საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას გერმანიის კლინიკაში, რომელიც  დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ქართული სასწავლებელის ” მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაემართათ საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა და ამ გზით დახმარებოდნენ პატარა დემეტრეს.

მთელი თვე ემზადებოდნენ ბავშვები გამოფენისთვის, მათ დაამზადეს საახალწლო და საშობაო ნივთები , ინტერიერის აქსესუარები, ხელნაკეთი სამკაულები. თითქმის მთელი სკოლა იყო ჩართული ამ პროცესში. საბოლოო ჯამში საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა.

„ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეების ინიციატივას შეუერთდნენ ქართველი ხელოვანებიც: ნინო ჩაკვეტაძე, ანტონ ბალანჩივაძე, გიორგი გაგოშიძე, ნუცა მანჯგალაძე, მზია დედანაშვილი, ქეთი დავლიანიძე, ეკატერინე სიყმაშვილი. რომელთა ნამუშევრებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

საღამოზე შეგეძლოთ მოგესმინათ „ჯორჯიან სტრინგსის“ და სხვა საინტერესო მუსიკოსების და ვირტუოზი ბავშვების მიერ შესრულებული მუსიკა.

გამოფენა- გაყიდვაზე სულ 6000ლ. შეგროვდა, რომელიც გადაეცა პატარა დემეტრეს მშობლებს.

„ქართული სასწავლებლის“ ფეისბუქ გვერდზე დაიდება დარჩენილი ნამუშევრების ფოტოები, რომლებიც ყველას შეეძლება შეიძინოს და ამით დაეხმაროს პატარა დემეტრეს და თავისი წვლილი შეიტანოს მის გამოჯანმრთელებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები