LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული ღია კარის დღე „ქართული სასწავლებელში“

681
childpictures

„ქართული სასწავლებელში“ პირველკლასელთა მშობლებისთვის განსხვავებული  და არასტანდარტული ღია კარის დღე ჩატარდა. განსხვავებულობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწიეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა და მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა.

ბავშვებმა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს იქ მისულ დაინტერესებულ მშობლებს, როგორია მათი თვალით დანახული მშობლიური სკოლა და რატომ უნდა შეაჩერონ მასზე არჩევანი.

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ გრძელდება. https://www.facebook.com/pisoschool/

 „ქართული სასწავლებელი”  მრავალი საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია. მათ შორის ერთერთია: ეროვნულ ბოტანიკურ პარკში მდებარე  იაპონურ ბაღში, ჰანამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. ასევე, იაპონური ბაღის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების და ხელოვნების წრის ბავშვების თემატური ნამუშევრები.

ჰანამის დღესასწაულს ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები,  „ქართული სასწავლებლის” დირექტორი – ეთერ სვანიძე და საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი – კარლო ქველაძე.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი სკოლაში გამოცხადდა ესეების კონკურსი  „დედამიწას რომ ლაპარაკი შეეძლოს, იტყოდა“,  სადაც ბავშვებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები