LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-23 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის სამდღიან ფესტივალ LISI ISLAND-ს მასპინძლობს

192
shutterstock-563006158

21-23 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის სამდღიან ფესტივალ LISI ISLAND-ს მასპინძლობს.

„ტრადიციულ ადგილას, სადაც უკვე წლებია ზაფხულის ეს დრო გართობასა და მუსიკასთან ასოცირდება, წელს სცენას მხოლოდ ქართველი არტისტები და მხოლოდ ქართველი მელომანებისთვის დაიკავებენ. 3 დღის განმავლობაში ნონ სტოპ მუსიკა კუნძულზე სპეციალურად მოწყობილ სცენებზე გაჟღერდება. მუსიკალურ პულტს სხვადასხვა დროს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული 23 ქართველი მუსიკოსი დაიკავებს. სამეგრელოს ზღვისპირეთში ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის მონტაჟი, მზად არის სცენები, საცეკვაო სივრცე, ბარები და მოსასვენებელი ადგილები“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g