11 ოქტომბერს თბილისში ნიკა ემუხვარის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „გვესმოდეს ერთმანეთის!“ გაიმართება
ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მისი კონცეფცია სცდება ტრადიციული სახელოვნებო კონკურსის ფარგლებს და ხელოვნებას აერთიანებს განათლებასთან, მეცნიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
