LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში Wasteless-ის ეკომეგობრული ფესტივალი გაიმართება – მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

522
Relese Template- BOG logo

საქართველოს ბანკი მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Wasteless-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ეკომეგობრული ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია. 

30 მაისს, Wasteless-ის ორგანიზებით, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ეკომეგობრული კახეთი 2026 გაიმართება. 

ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში, დაესწრონ ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებებს, კონცერტებს, მოსწავლეებისა და სკოლების დაჯილდოების ცერემონიალს. 

ღონისძიებაზე დაუკრავს ჯგუფი „მგზავრები”, ასევე, გაიმართება ჟირაფი ჟოზეს კონცერტი. 

ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დასრულდება. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g