LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნე შეიძლება ახალი ინფექციების საუკუნე გახდეს – ამირან გამყრელიძე NCDC-ს 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს

129
ამირან-გამყრელიძე-2055

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 21-ე საუკუნე შეიძლება ახალი ინფექციების საუკუნე გახდეს. მისივე თქმით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის რისკებისგან და აღნიშნული რისკების მინიმალიზაცია უნდა მოხდეს.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია.

„რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის და დგება ახალი გეგმები 21-ე საუკუნეში, იმიტომ, რომ ეს არ იქნება პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოშობილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინიმალიზაცია.

საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოწვევებიც ბევრია, ამიტომაც ჩვენი მუშაობის საზოგადოებასთან შესაბამისად მიტანაში ბევრი ნაკლია, რაც გამოსასწორებელია და მხედველობაში მისაღები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები