ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში და თან გასვლით მატჩში გერმანია დაამარცხა – 3:2. ინგლისელებმა გერმანელებს მათივე ხასიათით მოუგეს: მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ (კროოსი, გომესი), თუმცა ბრიტანელებმა სამჯერ გაიტანეს (კეინი, ვარდი, დაიერი). როი ჰოჯსონის გუნდი დიდებულ ფორმაშია. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა შესარჩევ ეტაპზე ყველაფერი მოიგეს. ვნახოთ როგორ ითამაშებენ ფეხბურთის ფუძემდებლები საფრანგეთის სტადიონებზე, მანამდე კი 21-ე საუკუნეში ინგლისის ნაკრების ათ საუკეთესო მატჩს გადავავლოთ თვალი.
- ინგლისი-ბრაზილია – 2:1 (6 თებერვალი 2013, ამხანაგური მატჩი)
- ინგლისი-ესპანეთი – 1:0 (12 ნოემბერი 2011, ამხანაგური მატჩი)
- არგენტინა-ინგლისი – 2:3 (12 ნოემბერი 2005, ამხანაგური მატჩი)
- ხორვატია-ინგლისი – 2:4 (21 ივნისი 2004, ევროპის ჩემპიონატი)
- ინგლისი-ხორვატია – 5:1 (9 სექტემბერი 2009, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი)
- დანია-ინგლისი – 0:3 (15 ივნისი 2002, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი)
- არგენტინა-ინგლისი – 0:1 (7 ივნისი 2002, მსოფლიო ჩემპიონატი)
- გერმანია-ინგლისი – 2:3 (26 მარტი 2016, ამხანაგური მატჩი)
- ხორვატია-ინგლისი – 1:4 (10 სექტემბერი 2008, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
- გერმანია-ინგლისი – 1:5 (1 სექტემბერი 2001, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი)