LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 მდუმარე დეპუტატი, რომელსაც 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღია

313
BeFunky-collage (3)

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან  2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

ორგანიზაცია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ პოზიტიურ ტენდენციებსა და ასევე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შემცირდა სხდომების გაცდენის მაჩვენებელი – 2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:

  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა)
  • ივლიანე წულაია (უმრავლესობა)
  • ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში.

რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო პროცესს,მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით.

21 დეპუტატი, რომლებიც სიტყვით არ გამოსულან:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა);
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო);
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა);
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა);
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი);
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი);
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა);
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა);
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა);
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით გამოიკვეთა:

  • პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილი
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან – ანრი ოხანაშვილი
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილეუმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) – ეკა ბესელია
  • ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი- სერგი კაპანაძე
  • ყველაზე აქტიური კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
magti 5g