LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ბაიკერ გოგონას საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ – მშობლიური სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ ყოფილ მოსწავლეს ემშვიდობება

1077
ელენე ექვთიმიშვილი

17 ივნისს, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ელენე ექვთიმიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერი ემსხვერპლა

ელენე ახმეტის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას 20 ივნისს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ქალაქ ახმეტის №2 საჯარო სკოლამ გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული და საყვარელი კურსდამთავრებულის, ელენე ექვთიმიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც განსაკუთრებული, კეთილშობილი და სიცოცხლით სავსე გოგონა.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები თანაგრძნობას ვუცხადებთ ელენეს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია სკოლის სამძიმარში.

უმძიმესი ავარია შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე სამი დღის წინ მოხდა. მოტოციკლი ჯერ ავტომობილს, ხოლო შემდეგ ბორდიურს შეეჯახა.

„დედას არ უნდოდა, რომ ელენეს მოტოთი ევლო, პირობა მისცა, სულ ცოტა ხანი და გავყიდიო“ – რას ჰყვებიან ვარკეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც 21 წლის ბაიკერი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები