„21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე“ – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სასამართლო პროცესზე ვეფხვაძემ შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა.
ვეფხვაძის განცხადებით, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლზე ფიზიკურად 13 აგვისტოს იძალადა, რაზეც გამოძიება დაწყებულია.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული ცნობა საქმეს დაურთო მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს, ლილოში სასტიკი მკვლელობა მოხდა – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი სახლთან ახლოს, ორმოში იპოვეს.
სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა. ქეთი ჯავახიშვილს სხეულზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ირკვევა, რომ მოკლულსა და ბრალდებულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ესპანეთში დაიწყო. ცინდელიანი პერიოდულად ესპანეთში ცხოვრობდა, ქეთი კი იქ სასწავლებლად გაემგზავრა. მკვლელობა კი მათი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდა.
28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი ქეთის სოცქსელით დაუკავშირდა და დაახლოებით ღამის 2 საათზე, შეხვედრა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
აღიარებით ჩვენებაში ცინდელიანი ამბობს, რომ ქეთი ჯავახიშვილს ბრაუნინგის ტიპის იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და გაიქცა საკუთარი სახლისკენ, რომელიც მომხდარიდან 4 წუთის სავალზეა.
გამთენიისას დასახიჩრებული ცხედარი ხის საამქროს თანამშრომელმა იპოვა. მალევე ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ცხედარი კი გოგოს მამამ ამოიცნო.
„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე
თავად მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მომხდარის შემდეგ ბებიის სახლში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დუშეთში გაემგზავრა. გზაში კი, მოკლულთან მიწერილი ყველა შეტყობინება წაშალა.
„მივედი ქეთევანის სახლთან, მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში ჩავედით ორმოში. ვკითხე, რატომ არ მხვდებოდა ბოლო დროს სისტემატურად და ვკითხე, სხვა მამაკაცი ხომ არ ჰყავდა, რაზეც მომაყენა შეურაცხყოფა.
მე ვიყავი არაფხიზელ მდგომარეობაში, გავბრაზდი, ამოვიღე დანა და დავარტყი ყელში, შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამის შემდეგ წავედი სახლში, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე მეტრის მანძილზეა“ – აღნიშნულია ბრალდებულის ჩვენებაში.
ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს