LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუპა ორ-ორი ოჯა­ხი – ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა, უვადო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მიესაჯოს“ – ლილოში მოკლული 21 წლის გოგოს ოჯახი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

196
მკვლელობა ლილოში

„ქეთი სულ სის­ხლში ცუ­რავ­და… უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს, დი­ლით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა“, – ამბობს 28 თებერვალს, ლილოში სასტიკად მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ბებია და 3 თვის შემდეგ, შვილიშვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

მარიამ შეთიკაური კუ­რი­ე­რი • P.S-თან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ მისი შვილიშვილის მკვლელობის მოტივებზე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა, ადასტურებს, რომ ქეთი ჯავახიშვილს ოთარ ცინდელიანთან [მკვლელობაში ბრალდებული] ურთიერთობა მომხდარ შემთხვევამდეც ჰქონდა.

როგორც გარდაცვლილი გოგოს ბებია აღნიშნავს, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, წინასწარ განზრახულადაა მოკლული:

„ქე­თის ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუ­პა [ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა] ორ-ორი ოჯა­ხი. 28 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა, ერთი დღე არ აცა­ლა, რომ გა­ზა­ფხუ­ლი შე­ეგ­რძნო.

ჯერ უცე­მია, შემ­დეგ დანა და­ურ­ტყია და ორ­მო­ში ჩა­უგ­დია. დი­ლით ქეთი მა­მამ ნახა, ვი­ღაც მო­უკ­ლი­ა­თო, გა­ვი­და გა­რეთ და რომ მი­ვი­და და გად­მო­წია ცხე­და­რი, ქეთი სულ სის­ხლში ცუ­რავ­და. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს, დი­ლით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა“, – აღნიშნავს მარიამ შეთიკაური.

გო­გო­ ბე­ბია ვა­რა­უ­დობს, რომ ცინ­დე­ლი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­და და მის შე­სა­ძე­ნად თან­ხას ქე­თი­საც სძა­ლავ­და.

„ზოგი ამ­ბობს, ასე უთ­ქვამს, თუ ჩემი არა, სხვი­სიც არ იქ­ნე­ბიო…“ – ამბობს ბე­ბია.

ინფორმაციისთვის, 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხე­და­რი სახ­ლთან ახ­ლოს, ორმოში იპოვეს.

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა დადგინდა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­ულ­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლულ­სა და ბრალ­დე­ბულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში და­ი­წყო. ცინ­დე­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, ქეთი კი იქ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. მკვლე­ლო­ბა კი მათი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

28 თებერვალს, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი ქე­თის სოცქსე­ლით დაუკავშირდა და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზე, შეხვედრა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ შორის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხდა.

აღიარებით ჩვენებაში ცინ­დე­ლი­ა­ნი ამბობს, რომ ქეთი ჯავახიშვილს ბრაუნინგის ტიპის იარაღიდან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრილობები მიაყენა და გაიქცა საკუთარი სახლისკენ, რომელიც მომხდარიდან 4 წუთის სავალზეა.

გამ­თე­ნი­ი­სას და­სა­ხიჩ­რე­ბული ცხე­დარი ხის სა­ამ­ქროს თა­ნამ­შრო­მე­ლმა იპოვა. მა­ლე­ვე ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გამოიძახა, ცხე­და­რი კი გო­გო­ს მა­მამ ამო­იც­ნო.

„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე

თავად მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი მომ­ხდა­რის შემ­დეგ ბე­ბი­ის სახ­ლში მი­ვი­და, ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა და დუ­შეთ­ში გაემგზავრა. გზა­ში კი, მოკ­ლულ­თან მი­წე­რი­ლი ყვე­ლა შეტყობინება წაშალა.

„მი­ვე­დი ქე­თე­ვა­ნის სახ­ლთან, მისი სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში ჩა­ვე­დით ორ­მო­ში. ვკი­თხე, რა­ტომ არ მხვდე­ბო­და ბოლო დროს სის­ტე­მა­ტუ­რად და ვკი­თხე, სხვა მა­მა­კა­ცი ხომ არ ჰყავ­და, რა­ზეც მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა.

მე ვი­ყა­ვი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გავ­ბრაზ­დი, ამო­ვი­ღე დანა და და­ვარ­ტყი ყელ­ში, შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე. ამის შემ­დეგ წა­ვე­დი სახ­ლში, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მან­ძილ­ზეა“. – აღნიშნულია ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა­ში.

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

პოპულარულები