LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესპანეთში ოჯახებით ერთად იყვნენ, ერთ სკოლაში დადიოდნენ.. გოგოს ოჯახი საქართველოში მანამდე ჩამოვიდა, ბიჭი კი ემიგრაციიდან დედამისთან კონფლიქტის შემდეგ წამოსულა“ – ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე

2402
მკვლელობა სამგორში

სამგორის რაიონში მომხდარი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ დაკავებული ოთარ ცინდელიანი გარკვეული დროის განმავლობაში მოკლულ ქეთი ჯავახიშვილთან ერთად, ესპანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, გარდაცვლილი გოგო ესპანეთიდან ოჯახით მანამდე დაბრუნდა, ხოლო ოთარ ცინდელიანი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ასევე ემიგრაციაში მყოფ დედასთან კონფლიქტის შემდეგ ჩამოვიდა.

„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული ოთარ ცინდელიანი ახალგაზრდა გოგოს ფულს სძალავდა. მათივე ვარაუდით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა 21 წლის გოგოს მხრიდან თანხის გაცემაზე უარი გახდა:

„ესპანეთში ერთად იყვნენ, ოჯახებით. ეს გოგო და ბიჭი [დაკავებული] ერთ სკოლაში დადიოდნენ. ამბობენ ერთმანეთიც უყვარდათო… ბიჭი სვანია, იქიდანაა წარმოშობით და რომ დააკავეს თურმე მამასთან მიდიოდა სვანეთში. ფულს სძალავდაო და ბოლოს უარი რომ უთხრა, ეს გახდა მიზეზიო..“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, მკვლელობა სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში 27 თებერვალს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა გოგოს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

სამართალდამცველებმა ოთარ ცინდელიანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ის ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პოპულალურები