„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეისყიდა.
25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. ასევე, შეძენილია ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარი და ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, გზის გაწმენდას და ტექნიკური მარილის დაყრას უზრუნველყოფს.
პრეზენტაცია ევროპის მოედანზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გამართა. დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში დამატებითი ტექნიკის შეძენა კვლავ იგეგმება.
„თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ქალაქში, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, თუმცა ყველაზე მთავარია ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს ქალაქში. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 25 ახალი ერთეული ტექნიკა იმისთვის, რომ ქალაქი იყოს დასუფთავებულ.
მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა თანამშრომელს, მეეზოვეებს, იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებენ რათა ქალაქი იყოს სუფთა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ჯღარკავას.
მომავალში ვაპირებთ დამატებითი ტექნიკის შეძენას. უკვე შეძენილი უახლესი ტექნიკა თავისი აღჭურვილობით, რომელიც ქალაქს დღეიდან მოემსახურება. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.