LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 მაისს მარიამ ჯანჯღავა, ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავენ

275
ნინი-და-გიგაშა

22 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ახალი თაობის სამი გამორჩეული მუსიკოსი მარიამ ჯანჯღავა, ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი საავტორო კომპოზიციებს წარმოგიდგენთ.

მუსიკალური ჟანრებისა და ვიზუალური კონცეფციის სინთეზი, სცენაზე რამდენიმე თაობის შემსრულებელთა კოლაბორაცია ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

საღამოს სპეციალური სტუმარი – გიორგი ცაგარელი.

პროექტის მონაწილენი არიან – მარიამ კუბანსკი, ნიკა მარგველაშვილი და ნიკალა ზუბიაშვილი.

პროექტის წარმდგენია –  ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები