22 მარტს, 17: 00 საათზე პროექტის „ცოცხალი არქივი“ – ქართველი ხელოვანების დოკუმენტური ჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი „ცოცხალი არქივი“ ხორციელდება: შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით.
„ცოცხალი არქივი“ მიზნად ისახავს, თანამედროვე ქართველი ხელოვანების შემოქმედების პერსონიფიცირებას. იდენტობის, შემოქმედებითი ხედვისა და სოციალური პოზიციის დოკუმენტირებას. მათი საქმიანობის ბრენდ პლატფორმისა და ვიდეო პორტფოლიოს შედგენას, სადაც განსაზღვრული იქნება: შემოქმედის ბრენდის მთავარი პოზიციონირება/განზომილებები, დანიშნულება, ემოციური, მორალური, ფუნქციური ღირებულებები, ფასეულობა.
პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ჩანახატი განსხვავებული მიმართულებებით. პირველი ეძღვნება ქართულ ფოლკლორს – მრავალხმიანობას, როგორც ჩვენი კულტურული იდენტობის ცოცხალ და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას; მეორე – ფოკუსირებულია ქორეოგრაფიაზე, სადაც მოძრაობა, სხეულის ენით გადმოცემული ამბავი, თანამედროვე პლასტიკას აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სოციალური პლატფორმის/საიტი, სადაც განთავსებული იქნება დოკუმენტური ფილმები, ხელოვანების შესახებ ინფორმაცია/ბრენდის პლატფორმა.
პროექტს ექნება ტრადიციული ხასიათი. ჩვენი გუნდი ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით დოკუმენტურ ფილმებს, ბრენდ პლატფორმას, ასევე მოხდება პროექტის წარდგენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
პრეზენტაციაზე, ასევე თვითნასწავლი მხატვრის ეკა თეთრაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
VIPR/ ვიპიარ ჯგუფს განხორციელებული აქვს 100 – ზე მეტი კულტურული, საგანმანათლებლო პროექტები/საერთაშორისო ტრენინგები, ფესტივალები, გამოფენები, ფორუმები… ღონისძიებები საქართველოში, მალტის რესპუბლიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: მალტა, პალერმო, შვეიცარია, ბარსელონა, კოსტა ბრავო – ესპანეთი, კანი- ნიცა – საფრანგეთი; მონტე-კარლო – მონაკო; სან-რემო- იტალია, საბერძნეთი შვედეთის სამეფო/სტოკჰოლმი.

