ამანდა გორმანმა შექმნა ისტორია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პოეტმა, რომელმაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოემა წაიკითხა.
გორმანი 22 წლისაა, რომელმაც ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე საკუთარი პოემა წაიკითხა სახელწოდებით “ბორცვი, რომელზეც მივცოცავთ“ , რომელიც 6 იანვრის ღამეს დაწერა. ეს ის ღამეა, როცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
შეგახსენებთ, დღეს კაპიტოლიუმში აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.