მაგდა რევიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას „გლოვოს“ კურიერის შესახებ, რომელმაც ახალი წლის დღეებში ფულით სავსე საფულე იპოვა და ის პატრონს დაუბრუნა. როგორც მაგდა წერს, თორნიკე ნინიკაშვილს უსახსრობის გამო სწავლა ჰქონდა შეწყვეტილი და აქვეყნებს მის ანგარიშს, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. როგროც პოსტის ავტორი წერს, ერთი სემესტრის ფული უკვე შეგროვებულია, თუმცა კიდევ არის საჭირო დახმარება.
„ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე პატრონს დაუბრუნა…
ეს ამბავი ალბათ ყველამ იცის.
მე დილით გავიგე და ბევრი ვიტირე სიხარულით…
როგორი საშობაო ამბავია.
22 წლის თორნიკემ, რომელსაც უსახსრობის გამო სწავლა ჰქონდა შეწყვეტილი უმაღლესში, ფულით სავსე საფულე იპოვნა და პატრონს „ფეისბუქით“ ეძებდა…
სიკეთით გახარებული ადამიანები ზოგი კანფეტს ჩუქნის, ზოგი ტკბილეულიან ლარნაკს, ზოგი ბოტასს, სიყვარულს, სანთელს, ხატს, სითბოს და კეთილ სიტყვას…
კრიტიკა შხამის გამჩუქებლებიც გამოერივნენ შიგადაშიგ, რა თქმა უნდა…
თორნიკეს სასწავლებელმა ამასობაში ანგარიშის ნომერი გაასაჯაროვა და ამ სემესტრის სწავლის ფული უკვე შეუგროვდა კეთილ ბიჭს.
უთვალავი სიხარული, წარმატება, კანფეტი, ბოტასი სითბო სიყვარული და ბევრი ფული თორნიკეს.
მიყვარს ჩემი ქვეყანა, სადაც ამდენი შხამის, ცინიზმის და გაჭირვების მიღმა, ამდენი სიკეთე და სიხარულია
თორნიკეს ანგარიში:
GE59BG0000000743904000 საქართველოს ბანკი,
დანიშნულებაში მიუთითეთ #თორნიკესთვის“.