LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ – მისი მკვლელობისთვის ძებნილ პირებს სავარაუდოდ, დღეს დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს

374
ნიკო-1024x576

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გუშინ გააცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილ პირებს, სავარაუდოდ, დღეს დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

21 და 22 წლის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ.

ვიდეო: “ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“ – ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები