LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს…” – ანი შაქარაშვილი

9643
BeFunky-collage (10)

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი 22 წლის ნიკოლოზ კვარცხელიას დედის განცხადებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

იზა ომაძე ამბობს, რომ შვილის მკვლელებს პატიობს.

,,უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინაც ნიკოს მკვლელი გაზარდა ” … საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს”,- წერს ანი შაქარაშვილი.

“ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები, რომ ჰქონოდა ოჯახს და ცოლს 5 შვილით აქ არ აცხოვრებდა” – ნიკო კვარაცხელიას მამიდა

შეგახსნებეთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ 15 სექტემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამ დღეს ანჯაფარიძის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა გაისმა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მისამართით, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.

ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ, 10-ჯერ გაისროლეს და მიიმალნენ – შსს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე

ამასთან, პროკურატურამ ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 პირის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება მიიღო. უწყება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები