LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ, 10-ჯერ გაისროლეს და მიიმალნენ – შსს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე

805
259664343-0-0-1667-938-1920x0-80-0-0-7956f8cad5ea7cf2cd70054c4b677ab0

ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 და 1999 წელს დაბადებული პირები, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.

უწყების განცხადებით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ნიკო კვარაცხელია, რომელიც 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ნიკო კვარაცხელია Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში იყო. ის, ასევე, საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g