ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დღეს 22:00 საათიდან თბილისიდან გასასვლელი გზა დროებით ჩაიკეტება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორი საათის განმავლობაში, ქალაქიდან გასვლა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით . “გადაიკეტება საავტომობილო გზა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების მიმართულებით, სარაჯიშვილის გამზირის და ზაჰესის დასახლების გავლით მცხეთის მიმართულებით” – აცხადებენ თბილისის მერიაში.