LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 დეკემბრიდან მთა ცენტრს საბაგიროთი დაუკავშირდება

80

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და რეკორდულად მოკლე დროში, წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრია.

მათივე ცნობით, მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის ერთმანეთთან მთას და ცენტრს დააკავშირებს. დამატებითი ინფრასტრუქტურა მესტიის 4 სეზონიან კურორტად გადაქცევას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g